Accessibility links

აგიტატორები სიებით და საეჭვო კონვერტებით - ლევან თარხნიშვილი გორში არსებულ დარღვევებზე საუბრობს


ლევან თარხნიშვილი

„ევროპული საქართველოს“ გორის ოფისში ბრიფინგი გამართა გორი-კასპის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარმა კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა და დღის 4 საათისთვის საარჩევნო უბნებთან დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.

ლევან თარხნიშვილის თქმით, არაერთ უბანზე შეიმჩნევა აგიტატორები სიებით, რომელთა ნაწილი არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს სურათებს უღებს, ნაწილს კი საეჭვო კონვერტებს გადასცემენ. მის მიერ დაფიქსირებული დარღვევები გორში ასეთია:

  • სადგურის დასახლება, უბანი #2 - აგიტატორები უბანთან ახლოს სიებით ხელში დგანან და თითოეულ ადამიანს უბანში შესვლამდე აფერხებენ, ეწევიან აგიტაციას და ხშირ შემთხვევაში საეჭვოდ გადასცემენ კონვერტებს.
  • ტინისხიდი, უბანი #61 - საარჩევნო უბნის შესასვლელთან დგას "მარშრუტკა", რომლიდანაც ხდება ვიდეოგადაღება, სიებით ხელმძღვანელობა და ამომრჩევლის შეფერხება. ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველი უბანში შესვლამდე ჯდება "მარშრუტკაში".
  • ქიწნისი, უბანი #1 - საარჩევნო უბნის ეზოში დგანან აგიტატორები, რომლებიც აღრიცხავენ ხალხს და აძლევენ მითითებებს, თუ ვინ უნდა შემოხაზონ.
  • გორი, უბანი #1 - აგიტატორები დგანან საარჩევნო უბნის ეზოს შესასვლელთან და ხშირ შემთხვევაში მიჰყვებიან ამომრჩეველს უბნის კარამდე და ესაუბრებიან აგრესიული ტონით. მანქანებში უდევთ სიები.
  • გორი, უბანი #15, #17 - აგიტატორები სხედან სიებით ხელში უბნის კართან და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს უღებენ სურათებს.
  • გორი, უბანი #10 - მანქანის საბარგულზე აქვთ გაშლილი მასობრივი სიები ამომრჩევლის ფოტოებით და აგიტაციას ეწევიან უბნის ეზოში.

ასევე ნახეთ: გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან "პუბლიკას" ჟურნალისტს კამერაში წიხლი მოარტყეს

ქუთაისის მერობის ლეიბორისტი კანდიდატი ცემაში ადანაშაულებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს

არჩევნების დაწყების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG