Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ!


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ფეისბუკზე" დაწერა: „ჩვენ გავიმარჯვეთ!"

პრემიერი წერს თავისუფალი და ღია არჩევნების შესახებ:

„• მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა!

• ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ.

• მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ.

• მადლობა ყველას - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის.

• ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინსვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი".

ეგზიტპოლები ოთხმა ტელეკომპანიამ ჩაატარა:

„მთავარი არხის" ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 41%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 33%

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 52%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 25%

„იმედის“ ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 55.0 %, ნაციონალური მოძრაობა - 23,0%

„Edison Research“-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, 5 ოპოზიციური პარტია - 41%

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG