Accessibility links

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ გვაქვს 5%-ის ფარგლებში, არ გაბედოს "ქართულმა ოცნებამ" გაბათილება


"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მადლობას უხდის თავის ამომრჩეველს და აცხადებს, რომ მისმა პარტიამ ხმების 5 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ მან ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

"თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება კვლევებისა და ეგზიტპოლების მიმართ... მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენი ამომჩევლის უმრავლესობა მივიდა უბანზე და ხმა მოგვცა ჩვენ. მე ვიცი, რომ ყუთებში არის მინიმუმ 5%, სამწუხაროდ მეტი არა, მაგრამ 5%-ის ფარგლებში ნამდვილად გვაქვს ჩვენ მხარდაჭერა. არ გაბედოს ქართულმა ოცნებამ ამ ბიულეტენების გაბათილება როგორც ეს 2013 წელს გააკეთა, ან სხვა პარტიებისათვის გადალაგება, როგორც ეს გააკეთა 2016 წელს", - თქვა ბურჯანაძემ.

დღეს, 31 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე ოთხმა არხმა, "რუსთავი 2-მა", "იმედმა", "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ". ყველა მონაცემებით, ნინო ბურჯანაძის პარტია, დაახლოებით, 1 პროცენტს იღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG