საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ მან თავად დაწერა Facebook-ზე. ის ბოლოს მედიის წინაშე გუშინ, ხმის მიცემის დროს გამოჩნდა.
"მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას", - წერს ის.
მოქმედი რეგულაციებით დაუცველი კონტაქტის დროს, პირბადის გარეშე ორ მეტრზე ახლო დისტანციაზე ინფიცირებულთან კომუნიკაციის შემთხვევაში აუცილებელია პირი თვითიზოლაციაში გადავიდეს.