Accessibility links

logo-print logo-print

პაატა იმნაძე: საქართველოში ვინც ავად გახდა, ყოველი 125-ე დაიღუპება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ რაც უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება.

"გეუბნებით, 125 ადამიანიდან საქართველოში, ვინც ავად გახდა, ყოველი 125-ე დაიღუპება... ბინაზეც დაიღუპებიან ადამიანები, როდესაც ათიათასობით ადამიანი ავად გახდება. ამიტომ არ გვინდა, რომ ათიათასობით ადამიანი ერთდროულად იყოს ავად", - თქვა მან გარდაცვლილებზე საუბრისას.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2775 პირს დაუდასტურდა. შესაბამისად, თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 51 993 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 37 019.

ამავე პერიოდში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 423-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG