Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სისტემური „ლოკდაუნები“ ქვეყანაში არ იქნება 


კორონმავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების შესახებ ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. ის ამბობს, რომ მთავრობა არ მიიღებს მასშტაბურ ზომებს.

„სისტემური „ლოკდაუნები“ ქვეყანაში არ იქნება, იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის, რომ მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის „მომენტ იქსში" სწრაფი აღდგენის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც მსოფლიო პოსტ ეკონომიკური კრიზისის აღდგენას დაიწყებს", - თქვა გახარიამ.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2775 პირს დაუდასტურდა. შესაბამისად, თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 51 993 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა. სულ გამოჯანმრთელებულია 37 019.

ამავე პერიოდში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 423-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG