Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ცესკოს წინ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა


საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „ის რაც ხდება თბილისში, ბათუმში და მთელ საქართველოში, არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა თითოეული მონაწილის მხრიდან“ - თქვა სააკაშვილმა და დასძინა ამ ბრძოლაში ყველანი ვართ ბოლომდე ერთადო.

„იმ წუთში, როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის ფორმას, რა ფორმასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ოპოზიციური ლიდერები, შევასრულებ ბოლომდე და დავემორჩილები. არც ერთი თანამდებობა არ მსურს, მაგრამ ჩვენ ყველას, სიცოცხლეზე მეტად გვსურს საქართველოს გამარჯვება და გადარჩენა და ასეც იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG