Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში 65-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანის დაინფიცირება და ერთის გარდაცვალება დაადასტურა.

შტაბის ინფორმაციით, 1947 წელს დაბადებული მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აპრილიდან 18 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 5213 შემთხვევა. მათგან 3488 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 65 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 240 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG