Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კომენდანტის საათი" 2 დღით უქმდება


საქართველოს 7 ქალაქში ღამით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ორი დღით იხსნება. ახალი დადგენილება მთავრობამ გუშინ, 19 ნოემბერს მიიღო. "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შევიდა.

"დღეს და ხვალ - 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება... დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება", - განმარტავენ მთავრობის პრესსამსახურში.

მთავრობამ გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 8 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალა. წესის დარღვევისთვის მოქალაქეს პოლიცია 2 000 ლარით აჯარიმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG