Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში დაკრძალეს პატრიარქი ირინეოსი, რომელიც COVID-19-ს ემსხვერპლა


პატრიარქ ირინეოსის დაკრძალვის ცერემონია
პატრიარქ ირინეოსის დაკრძალვის ცერემონია

ბელგრადში მაღალი რანგის სასულიერო და საერო პირები დაესწრნენ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ირინეოსის დაკრძალვის ცერემონიას წმინდა საბას ტაძარში, ორ დღეში მას შემდეგ, რაც ეკლესიის 90 წლის წინამძღოლი COVID-19-თან ბრძოლას ემსხვერპლა.

საზოგადოებას ეკლესიამაც და მთავრობამაც მოუწოდეს დაეცვათ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო წესები, თუმცა ცერემონიაზე მისულ ასობით ადამიანს შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც ნიღაბი არ ეკეთა და არც ფიზიკურ დისტანციას იცავდა სხვებისგან.

ირინეოსი, რომელიც ურყევი კონსერვატორი იყო და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა, ეკლესიას ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მას კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის მიტროპოლიტ ამფილოქეს დაკრძალვის ცერემონიაში. მიტროპოლიტიც COVID-19-ს ემსხვერპლა.

დაკრძალვაზე წარმოთქმულ სიტყვაში სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა თქვა, რომ ირინეოსთან თავის ურთიერთობას მიჩნევდა "უბრალოდ პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობაზე" უფრო მეტად. მან პატრიარქს მოკავშირე უწოდა სერბეთის ნაციონალისტურ საკითხებში, მათ შორის უთანხმოებაში ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ირგვლივ.

ბევრი პირი, რომელიც წმინდა საბას ტაძარში შევიდა რათა პატივი მიეგო გარდაცვლილი პატრიარქისთვის, არ იცავდა დისტანცირების წესს. ლიტურგიის შემდეგ მღვდლებმა ზიარება ერთი კოვზით ჩაატარეს. მგლოვიარეთა ნაწილი უახლოვდებოდა მიცვალებულის კუბოს და კოცნიდა შუშას, რომელიც მას ეფარა.

XS
SM
MD
LG