Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს შვედეთის „როზენგარდთან“ თამაშებით გახსნის


ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში შვედეთის „როზენგარდს“ დაუპირისპირდება. დღეს გამართული კენჭისყრის თანახმად, საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრას 9 ან 10 დეკემბერს საშინაო არენაზე ჩაატარებს, საპასუხო მატჩი კი შვედეთში 15 ან 16 დეკემბერს შედგება.

„ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ეტაპი გაიარა და გახდა საქართველოს პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG