Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურად დაუცველები და შშმ პირები მიიღებენ ფულად დახმარებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მიზნობრივ დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველები და შშმ პირები.

„ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულთა ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირთა შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამ პროგრამას ვაახლებთ და 65 000-დან 100 000-მდე სოციალური ქულის ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც ეს იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე განმარტებით, 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი ჰყავს - 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას.

„გარდა ამისა, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე ინფორმაციით თვითდასაქმებულები, დაწესებული შეზღუდვების გათვალიწინებით, მიიღებენ ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას და მათ სახელმწიფო საბანკო ვალდებულეების გადავადებაში დაეხმარება.

ფორმალურ სფეროში დასაქმებულები, ვინც სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 200- ლარიან დახმარებას.

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში.

ასევე ნახეთ: ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი

საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება

8 ქალაქში მეტრო და ავტობუსი ჩერდება

საახალწლოდ, დიდ ქალაქებში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება

რომელ საქმიანობას არ ეხება შეზღუდვები

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG