Accessibility links

site logo site logo

დიღმის მასივში "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს


დიღმის მასივში "საქართველოს ბანკის" "ექსპრეს ფილიალი" დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომელმაც ფული წაიღო. დაშავებული არავინ არის, თანხის ოდენობა კი ამ ეტაპზე უცნობია.

საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით, ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყაჩაღობის ფაქტი "საქართველოს ბანკს" უკავშირდება. ბოლო ასეთი შემთხვევა ზუგდიდში მოხდა. თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი მოითხოვა და მძევლებით დატოვა ბანკის ტერიტორია. შსს-ში აცხადებენ, რომ პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დრომდე ვერ აკავებენ. პირის იდენტიფიცირების შემდეგ უწყებამ საქმე ტერორიზმის მუხლით გადააკვალიფიცირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG