Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში ავტოავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა


ქალაქი რუსთავი.
ქალაქი რუსთავი.

64 წლის ქალი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთავში 1 დეკემბერს, კომენდანტის საათის დაწყებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე. ქალი ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ვიწრო გზას კვეთდა, როცა მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც საგზაო წესების სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG