რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვერ უმკლავდება პაციენტების მზარდ ნაკადს, რადგან Covid-დაავადების გამო კლინიკის მედპერსონალის რაოდენობა „განახევრებულია“. სოციალურ ქსელში კლინიკის ადმინისტრაცია სთხოვს Covid-გადატანილებს, დაეხმარონ პაციენტების მოვლაში სანიტრის პოზიციაზე.
„სამწუხაროდ თითქმის აღარ გვაქვს რესურსი და სასწრაფოდ გვესაჭიროება თანამშრომლები სანიტრის პოზიციაზე. მედპერსონალი განახევრებულია და ვეღარ ახერხებენ გაუმკლავდნენ პაციენტთა უზომოდ დიდ ნაკადს. გთხოვთ, ვინც სახლში ხართ უმუშევრად და უკვე გადაიტანეთ Covid-ი, დაგვეხმარეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაში ანაზღაურების და გრაფიკის პირობების დასაზუსტებლად მოგვწერეთ პირადში.” - წერია განცხადებაში.
ერთი კვირის წინ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კლინიკის 70-მდე თანამშრომელი დაინფიცირდა, ზოგი გამოჯანმრთელდა, ზოგის განაგრძობს მკურნალობას. კლინიკა Covid-დაავადებულებს მკურნალობს, რისთვისაც გამოყოფილია დაახლოებით 80 საწოლი, აქედან 11 აღჭურვილია ხელოვნური სუნთქვის აპარატით.
14 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 6 554 ტესტიდან გამოვლენილია კორონავირუსიტ ინფიცირების 1337 შემთხვევა. გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 49 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3498-ით გაიზარდა.161 681.
დაწერეთ კომენტარი