Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავდასხმების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის - პროვინციის გუბერნატორის მოადგილე


პოლიცია ამოწმებს აფეთქების ადგილს ქაბულში. 2020 წ. 15 დეკემბერი.
პოლიცია ამოწმებს აფეთქების ადგილს ქაბულში. 2020 წ. 15 დეკემბერი.

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 15 დეკემბერს ქაბულში ბომბის აფეთქებისა და სროლის შედეგად დაიღუპა მინიმუმ სამი ადამიანი, მათ შორის, პროვინციის გუბერნატორის მოადგილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ტარიკ არიანის თქმით, აფეთქდა ქაბულის პროვინციის გუბერნატორის მოადგილის, მაჰბობულა მოჰიბის დაჯავშნილი მანქანა, რომელზეც ბომბი იყო დამაგრებული. აფეთქების შედეგად დაიღუპნენ მაჰბობულა და მისი მდივანი, დაჭრილია მისი დაცვის ორი წევრი.

კიდევ ერთი თავდასხმისას შეიარაღებულმა პირებმა ერთი პოლიციელი მოკლეს და ერთი დაჭრეს ქაბულის ბაგრამის რაიონში, განაცხადა ქაბულის პოლიციის უფროსის პრესსპიკერმა ფერდავს ფარამარზმა. ამ თავდასხმისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ქაბულში რამდენიმე თავდასხმისთვის აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. მათ შორის იყო თავდასხმები სასწავლო დაწესებულებებზე, რომლებსაც ემსხვერპლა 50-მდე ადამიანი, ძირითადად სტუდენტები.

XS
SM
MD
LG