Accessibility links

logo-print logo-print

პარლამენტმა მიიღო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი


ივანე მაჭავარიანი

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (82 ხმით) მიიღო. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მოცულობა 11 მილიარდ 179 მილიონ ლარზე მეტია. ეს მაჩვენებელი ნაკლებია წინა ვერსიასთან შედარებით, მაგრამ კვლავ მეტია პანდემიამდე არსებულ მონაცემებზე. 2019-2020 წლებთან შედარებით, გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და ის დაახლოებით 10 მილიარდ 342 მილიონ ლარს უტოლდება.

ბიუჯეტის დაგეგმილი ხარჯი 12 მილიარდ 778 მილიონ ლარს აღემატება და ეს მაჩვენებელი გაზრდილია როგორც 2019-2020 წლებთან შედარებით, ასევე მილიარდზე მეტი ლარით არის გაზრდილი პროექტის წინა ვარიანტთან (11 მილიარდ 563 მილიონი ლარი) შედარებითაც.

სახელმწიფოს ვალი 2021 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 60,8%-ს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტში მითითებულია, რომ „ვალდებულებების ზრდა“ კიდევ თითქმის 5 მილიარდ 279 მილიონის ფარგლებშია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG