Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დონალდ ტრამპი „ომის საბაბის“ შეთითხნის მცდელობაში დაადანაშაულა


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა აშშ-ის მიმავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა ორ ქვეყანას შორის „ომის საბაბის“ ფაბრიკაციის მცდელობაში. ზარიფმა ეს განცხადება გააკეთა 31 დეკემბერს, ირანის მაღალი რანგის გენერლის ერაყში დრონით მოკვლის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე.

რამდენიმე კვირაა, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-მა ან მისმა მოკავშირე ერაყმა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელოს ერთი წლის წინანდელი მოვლენის აღსანიშნავად.

23 დეკემბერს ტრამპმა გააფრთხილა თეირანი, თავი შეიკავოს ერაყში აშშ-ის სამხედროების ან დიპლომატების წინააღმდეგ თავდასხმისგან. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ირანის მხარდაჭერით მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ რაკეტები დაუშინა ბაღდადში აშშ-ის საელჩოს.

ტრამპი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ზეწოლას აძლიერებს თეირანზე. ბაიდენმა ადრე განაცხადა, რომ შეეცდება, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები განაახლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG