Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორბანის თანაშემწე აცხადებს, რომ უნგრეთი არ გამოიყენებს რუსეთის ვაქცინას Sputnik-V


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თანაშემწე აცხადებს, რომ ქვეყანა არ გამოიყენებს რუსეთის მიერ შემუშავებულ ვაქცინას Sputnik-V, მიუხედავად ორმხრივი თანამშრომლობისა რუსეთის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის პროცესში.

ორბანის კაბინეტის ხელმძღვანელმა, გულიაშ გერგეიმ ამის მიზეზად დაასახელა ცვლილება ვაქცინის "წარმოების არაადეკვატურ შესაძლებლობაში" რუსეთში. ეს არის პირველი ნიშანი, რომ რუსეთის ვაქცინას ფართოდ არ გამოიყენებენ უნგრეთში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს შეადგენს.

Sputnik-V რუსეთში ორი თვის წინ დაამტკიცეს გამოსაყენებლად, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა საკმარისი ფართომასშტაბიანი კლინიკური ცდები და, გავრცელებული ცნობებით, მისი უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციაც ნაკლული იყო.

რუსეთში უკვე მიმდინარეობს ამ პრეპარატით მასობრივი აცრის პროგრამა.

გულიაშის თქმით, უნგრეთი ვაქცინას მასობრივად შეისყიდის "როგორც ევროკავშირის პროცესის ნაწილი, ან ჩინეთისგან". ორბანი უარს აცხადებდა გამოერიცხა რომელიმე ვაქცინათან ხელმისაწვდომობის გზა.

ვიქტორ ორბანს ხშირად აკრიტიკებენ ევროკავშირის წევრ უნგრეთში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების გამო, იმ ფონზე, როცა ის აღრმავებს ორმხრივ კავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან - რომელიც Sputnik-V-ის პროექტს ეროვნული პრესტიჟის პროექტად აღიქვამს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისგან ეს ვაქცინა 50-იოდე ქვეყანამ შეუკვეთა, რამდენიმე მათგანში მიმდინარეობს ვაქცინის შიდა გამოცდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG