ახალი წლის პირველ დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევიდან ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის. ვირუსი თბილისში 183 პირს დაუდასტურდა.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
- აჭარა - 20;
- იმერეთი - 42;
- ქვემო ქართლი - 17;
- შიდა ქართლი - 7;
- გურია - 4;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 30;
- კახეთი - 28;
- მცხეთა-მთიანეთი - 6;
- სამცხე-ჯავახეთი - 5;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, მათ შორის მძიმე პაციენტია 912 პირი, საიდანაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 228 752 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 981-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 217 973.
ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 42 ადამიანით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 572-მდე გაიზარდა.