Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა


არმენ სარქისიანი
არმენ სარქისიანი

სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი, კორონავირუსით დაავადდა და დოებით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

არმენ სარქისიანმა 3 იანვარს ლონდონში ჩაიტარა ოპერაცია ფეხზე, რომელიც წარმატებით დასრულდა. „მაგრამ მას ასევე აღმოაჩნდა ახალი ტიპის კორონავირუსის სიმპტომები, მისი ტესტირების პასუხის დადებითია“, - ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 1 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსაც.

XS
SM
MD
LG