Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირის სამედიცინო სააგენტომ Moderna-ს ვაქცინის რეკომენდაცია გასცა


ევროპის სამედიცინო უწყებამ გასცა რეკომენდაცია, რომლის თანახმად კოვიდ-19-ის ვაქცინა, რომელიც ფირმა Moderna-მ შეიმუშავა, ევროკავშირის ქვეყნებშიც შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ამის თაობაზე ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომელმაც ამ სააგენტოს რეკომენდაცია მიიღო ევროპაში BioNTech-Pfizer-ის შემდეგ. ამ უკანასკნელის ვაქცინით დაიწყო კორონავირუსის წინააღმდეგ აცრების კამპანია ევროკავშირში.

ახლა Moderna-ს ვაქცინა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის მმართველობამ. ევროკომისიის თავმჯდომარის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისიაში სრული სვლით მუშაობენ იმისთვის, რომ დაამტკიცონ გადაწყვეტილება და ვაქცინა ხელმისაწვდომი გახადონ.

სააგენტოს დასკვნაში ნათქვამია, რომ ვაქცინა ვარგისია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. მის გამოცდაში 30 მოხალისე მონაწილეობდა. კომპანიის თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა 94 პროცენტს უდრის საერთო შემთხვევებში, ხოლო სიკვდილიანობის გამორიცხვის თვალსაზრისით, 100 პროცენტს.

აცრა კეთდება ორ ეტაპად, 28 დღიანი ინტერვალით.

აცრის შემდეგ ყველაზე გავრცელებული თანმდევი მოვლენებია ნანემსარის შეშუპება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულზიდების შეგრძნებას, დაღლილობის განცდა, ტემპერატურის გაზრდა და ლიმფური ჯირკვლების შესივება, რამაც რამდენიმე დღეში უნდა გაიაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG