საქართველოში ჩატარებული 6 122 ტესტიდან კორონავირუსი 469 პირს დაუდასტურდა, მათი უმრავლესობა, თითქმის ნახევარი კი თბილისიდან. გუშინ, 19 იანვარი საქართველოში უქმე დღე იყო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში რამდენჯერმე განმარტეს, მსგავს დღეებში ტესტირების მაჩვენებელი და შესაბამისად, ინფიცირების გამოვლენაც დაბალია ხოლმე.
რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
- თბილისი - 212,
- აჭარა - 33,
- იმერეთი - 61,
- ქვემო ქართლი - 31,
- შიდა ქართლი - 34,
- გურია - 12,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 32,
- კახეთი - 25,
- მცხეთა-მთიანეთი - 20,
- სამცხე-ჯავახეთი - 8,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 792-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 14 პაციენტი.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 249 934 შემთხვევა. მათგან 236 922 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია ადამიანი 2 987.