Accessibility links

logo-print logo-print

გამოძიება დაიწყო უზენაესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე


ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც აქციაზე მისულ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავზე ნაგავი დააყარეს, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 156-ე, დევნის და 239-ე - ხულიგნობის მუხლებით.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დაიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივის" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს.

ინციდენტი 23 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც "ალტერნატივის" წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები უმაღლესი საბჭოს დეპუტატს უკან გაჰყვნენ შეძახილებით მონა, წადი... მონა...“. ისინი ჩავლეიშვილს ეუბნებოდნენ, რომ არა აქვს საპროტესტო აქციაზე ყოფნის მორალური უფლება.

2018 წელს მსგავსი ინციდენტი მოხდა გორში, სადაც აქტივისტს გორის მერიის თანამშრომელმა დაამხო თავზე ნაგვის ურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG