Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაგვის თავზე დაყრისთვის დაკავებული აქტივისტი ამბობს, რომ "თუ საჭირო იქნება", კვლავ გაიმეორებს იმავეს


ირაკლი ფანგანი
ირაკლი ფანგანი

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ორგანიზაცია "ალტერნატივის" აქტივისტი ირაკლი ფანგანი გათავისუფლების შემდეგ ბოდიშს იხდის, თუმცა ამბობს, რომ "თუ საჭირო იქნება", კვლავ გაიმეორებს იმავეს. ფანგანმა რამდენიმე დღის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ნაგავი დააყარა თავზე და ამის გამო დააკავეს.

"როცა ჩავლეიშვილი ჩადი-ჩამოდიოდა და ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებდა, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და დავამხე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, ვინც მოღალატეა და შევა პარლამენტში და ვინც ხალხის თავისუფალ ხმას მოიპარავს, ყველას მოუწევს იგივე. მე ჩემს საქციელს არ ვნანობ", - განაცხადა ფანგანმა.

ამ მიზეზით ფანგანი 24 იანვარს დააპატიმრეს. პროკურატურამ მას სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალი. ფანგანი დღეს გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი კი ხვალ გაიმართება. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG