Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


"კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი თავისუფლები არიან. მათ ახლა 30 დღის განმავლობაში შეფარდებული გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.

პროკურატურა 30 ათასი ლარის მოცულობის გირაოს ითხოვდა, სასამართლომ 20-20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მათ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აეკრძალათ ქვეყნის დატოვებაც. პროკურატურის შუამოდგომლობით სასამართლომ ივერი მელაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად აქცია იმართებოდა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები იყვნენ და უნდა გათავისუფლებულიყვნენ. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე საქმის პროკურორმა თქვა, რომ მოითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და პატიმრობის ნაცვლად გირაოს მოითხოვდნენ.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ გუშინ, 20 იანვარს ისაუბრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG