Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილია"-ს ცნობით, 20 000 ლარი უკვე შეგროვდა მელაშვილის და ილიჩოვასთვის გირაოს თანხის შესატანად


ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს ინფორმაციით, 20 000 ლარი უკვე შეგროვდა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის შეფარდებული გირაოს (20-20 ათასი ლარის) თანხის შესატანად.

„1 საათი გავიდა მხოლოდ და 20 000 ლარი უკვე შეგროვებულია. შესაგროვებელი დაგვრჩა 20 000 ლარიც!" - წერს „სირცხვილია".

ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG