Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია Facebook-ზე პოსტების რეკლამაში 80 ათას ლარს დახარჯავს


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2021 წლის 15 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით Facebook-ზე 80 ათასი ლარის რეკლამის განთავსებას გეგმავს. უწყება შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში უთითებს, რომ მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დაინტერესებული ჯგუფებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

"იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე "ფეისბუკის", აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნების გარდა აღნიშნული სოციალური ქსელი მოიცავს 307 მილიონ ევროპის მაცხოვრებელს, რომელიც ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა", - აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის დასაბუთებაში.

უწყება შესყიდვების სააგენტოს აუდიტორიის მოცვის შესახებაც აწვდის ინფორმაციას:

"მაგალითად, 150$-იანი პაკეტის შეძენა უზრუნველყოფს სსიპ საქართველოს ადმინისტრაციის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებული ერთი კონკრეტული აქტივობის წვდომას 67 000 - 180 000 მომხმარებლისთვის, 60$-იანი პაკეტი კი გათვლილია 32 000 - 84 000 მომხმარებელზე. გვერდის ადმინისტრატორი პოსტის მნიშვნელობიდან გამომდინარე შესყიდული მომსახურების ღირებულების ფარგლებში ირჩევს შესაბამის პაკეტებს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG