აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის აცხადებს, რომ გადახედავს საგარეო დახმარებას ბირმის (მიანმარის) მიმართ, სადაც 1 თებერვალს მომხდარ მოვლენებს ვაშინგტონმა სამხედრო გადატრიალება უწოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წყაროს ცნობით, აშშ-ი შეინარჩუნებს ჰუმანიტარულ პროგრამებს ბირმაში, მაგრამ ამასთან „მოვახდენთ ჩვენი დახმარების უფრო სიღრმისეულ გადასინჯვას“.
2012 წლიდან მოყოლებული აშშ-ი 1,5 მილიარდი $-ის დახმარება გაუწია ბირმას (მიანმარს) დემოკრატის განვითარებისა და შიდა სტაბილურობისათვის.
თავიდან აშშ-ი თავს იკავებდა ეწოდებინა გადატრიალება ბირმაში მომხდარ მოვლენებისათვის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური ხელმძღვანელების, „ნაციონალური ლიგა დემოკრატიისათვის“ ლიდერის აუნ სან სუ ჩისა და ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინის დაკავებას სამხედრო სარდლობის ბრძანებით.
ბირმელი სამხედროები აცხადებენ, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსების დაპატიმრება პასუხია იმ მაქინაციებზე, რასაც 2020 წლის ნოემბრის არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი.
ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისა და სადავო არჩევნების შედეგად დაწყებული მღელვარების აღკვეთის მიზნით, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ 1 წლით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.
სამხედრო ძალებმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადეს მინ შვე, ყოფილი გენერალი და ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.
ბირმაში სამხედროების მოქმედებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1 თებერვალს უწოდა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმა.
ყველაზე პოპულარული
1