Accessibility links

logo-print logo-print

წულუკიანი გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე: ვფიქრობ, შედეგიანი იყო, მას შემდეგ წკავწკავებს


ყოფილი იუსტიციის მინისტრი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ "მთავარი არხის" დირექტორისა და მეწილის ნომრის გამოცხადებას შედეგი მოჰყვა. მისი თქმით, ეს იყო მისი მხრიდან პოლიტიკური რიტორიკისა და პაექრობის ნაწილი.

"ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო, რაც ჩემი პროფესიაა - მე ვფიქრობ, რომ შედეგიანი იყო იმიტომ, რომ მას შემდეგ ნიკა გვარამია წკავწკავებს", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

იგივე სიტყვებით წულუკიანმა გვარამიას გასაკრიტიკებლად პოლიტიკური პროცესების ნაწილზე საუბრის დროსაც გამოიყენა:

"თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, გვარამია კვლავ, მორიგ ჯერზე აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. თუ გალანძღავენ ჩვენი ოჯახის წევრებს, ეს დასაშვებია, თუ ჩვენ მის მეუღლეს შევაქებთ და ვიტყვით, რომ ის მზეთუნახავია, გვარამია ისევ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. მე ასე არ მიაჩნია. სტანდარტია, რომ სტანდარტი უნდა მუშაობდეს ყველასთვის. თუ ისინი ამ რეჟიმში გააგრძელებენ ცხოვრებას, მე ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ვიქნები ფეიკ ნიუსების, სხვადასხვა ბულინგის წინააღმდეგ".

2 თებერვალს თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, "მთავარი არხის" დირექტორისა და მეწილის, ნიკა გვარამიას ნომერი გააჟღერა. გვარამიამ ამის შემდეგ თქვა, რომ მას უცხნო ნომრიდან ათეულობით ზარი და 100-ეულობით შეტყობინება მისდიოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG