Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი დღეს უნდა დასრულდეს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში დღეს კიდევ ერთი სხდომაა დანიშნული ზაზა გახელაძის საქმეზე. წინასწარი ინფორმაციით, დე ფაქტო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ზაზა გახელაძეს ბრალი წაყენებული აქვს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, რომელიც 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG