Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძე: ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები!


საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია:

„ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ“, - წერს ჯანელიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ 23 თებერვალს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG