Accessibility links

site logo site logo

საქართველოს რაგბის კავშირში პრეზიდენტი ისევ ვერ აირჩიეს


სოსო ტყემალაძე

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ ჩაიშალა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე დღეს გამართულ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბა და, კავშირის წესდების თანახმად, მაქსიმუმ ოცდაათი დღით გადაიდო. სამოცდათხუთმეტი დელეგატიდან რეგისტრაცია ორმოცდაორმა გაიარა. დარბაზში მხოლოდ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის - ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძის - მხარდამჭერები შევიდნენ, 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ და საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის მიერ არაღიარებულ არჩევნებში გამარჯვებული ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა კი ყრილობას პროტესტი გამოუცხადეს - ავჭალის სტადიონთან მივიდნენ, მაგრამ დარბაზში არ შევიდნენ. მათი განცხადებით, რეგისტრაციაგავლილი სუბიექტების ნაწილზე ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება, შანტაჟის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა.

რაგბის კავშირი განმეორებითი საერთო კრების თარიღს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. მის ჩასატარებლად უკვე დელეგატთა საერთო რაოდენობის ორმოცდაათ პროცენტზე ერთით მეტი, ოცდათვრამეტი ხმაც საკმარისი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG