Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევი: საქართველოს შეუძლია შეუერთდეს პლატფორმას ყარაბაღის საკითხზე


ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი

საქართველოს, სურვილის შემთხვევაში, სხვა ქვეყნებთან ერთად შეუძლია შეუერთდეს საერთო პლატფორმას მთიანი ყარაბაღის აღდგენის საკითხზე.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „რეპორტი“ იუწყება, ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის ვიდეოფორმატში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ალიევმა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის (აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე) შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მუშაობის შედეგი მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.

„თურქეთი, ირანი და მომავალში - თუკი სურვილი იქნება - საქართველოს შეუძლია შეუერთდეს ამ პლატფორმას“, - თქვა ალიევმა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში ექნება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების დროს საერთო ენის გამონახვას ეცდება.

XS
SM
MD
LG