Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტედ კრუზმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის დანიშვნა შეაჩერა და "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს


აშშ-ის ტეხასის შტატიდან სენატორმა, ტედ კრუზმა, შეაჩერა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) უფროსად იულიამ ბერნსის დანიშვნა. სენატორი მოითხოვს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან უფრო მკაცრ სანქციებს გერმანიაში რუსეთის გაზსადენის, "ჩრდილოეთის ნაკადი -2-ის" მშენებლობის წინააღმდეგ.

ადრე სენატორთა 40-კაციანმა ჯგუფმა კრიტიკული წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს და მოთხოვა მას პროექტის წინააღმდეგ ზომების გამკაცრება.

ბერნსი მოსკოვში აშშ-ის ყოფილი ელჩია, პროფესიონალი ჟურნალისტი 33 წლიანი სტაჟით.

კონგრესის მიერ მისი დამტკიცება პოსტზე კრუზის გარეშეც შესაძლებელია, მაგრამ უფრო მეტ დროს მოითხოვს.

სენატორმა ტვიტერით განაცხადა, რომ მოხსნის კანდიდატურის ბლოკირებას, როცა „ბაიდენის ადმინისტრაცია შეასრულებს თავის ვალდებულებას იმ ხომალდებისა და კომპანიების გამოვლენის და მათთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პუტინის გაზსადენს აშენებენ“, წერს კრუზი.

აშშ-ის კონგრესმა ადრე მიიღო ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების კანონი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების და კომპანიების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ გაზსადენის მშენებლობაში, მაგრამ, კონკრეტული ქმედებები დამოკიდებულია პრეზიდენტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG