Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე ვარაუდობს, რომ შსს-მ დაცვა მათ გასაკონტროლებლად შესთავაზა


"TV პირველის" პროდიუსერი და საავტორო გადაცემის წამყვანი, ნოდარ მელაძე ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ დაცვა გაკონტროლების მიზნით შესთავაზა. დღეს მელაძე და მისი გადაცემის პროდიუსერი, მაკა ჩიხლაძე შსს-ში გამოკითვაზე იყვნენ.

"სახელმწიფო დაცვის სამსახური შემოგვთავაზეს ჩვენ ლევან მამალაძის ინტერვიუდან გამომდინარე. მათ განგვიმარტეს, რომ ამ საქმეზე მათ აქვთ მხოლოდ ლევან მამალაძის ინტერვიუ, სხვა დამატებითი მტკიცებულებები ან გარემოებები, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებდა მყისიერი საფრთხის შესახებ, ჩვენთვის ინფორმაცია მოწოდებული არ იქნა. აქედან გამომდინარე, გვრჩება განცდა, რომ ამის მიზანია, ჩვენი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტების, კონტროლი - სად გადავაადგილდებით, ვის ვხვდებით, როგორ ვსაქმიანობთ. ჩვენ ვთქვით უარი სახელმწიფო დაცვაზე", - განაცხადა მან.

რამდენიმე დღის წინ ლევან მამალაძემ "იმედის" ეთერში თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გეგმავენ საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას. როგორც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, მას ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.

XS
SM
MD
LG