Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, -ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად",- ნათქვამია განცხადებაში.

თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს თავმჯდომარეობს.

პარლამენტის წევრად არჩევამდე თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

პარლამენტმა განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფას 16 მარტს დაუჭირა მხარი.

XS
SM
MD
LG