Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგია უსაფრთხოების მოსაზრებებით არ აძლევს Rolls-Royce-ს უფლებას, რუსულ კომპანიას მიჰყიდოს ძრავების მწარმოებელი


კომპანია Bergen Engines AS-ის შენობა ბერგენში.
კომპანია Bergen Engines AS-ის შენობა ბერგენში.

ნორვეგიამ გამოაცხადა, რომ ბლოკავს Rolls-Royce-ის მიერ ძრავების ნორვეგიული კომპანიის მიყიდვას რუსეთისთვის, ვინაიდან მგრძნობიარე ტექნოლოგია შეიძლება რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.

„ეს გაყიდვა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს ისე გააძლიერებს, რომ ეს აშკარად დაუპირისპირდება ნორვეგიისა და მოკავშირეთა უსაფრთხოების პოლიტიკას,“ განაცხადა 23 მარტს ნორვეგიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მონიკა მალენდმა, როცა მან პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ახსნა, რატომ გადაიდგა ასეთი ნაბიჯი.

„ჩვენ საკმარისი ინფორმაცია მოგვეპოვება, რათა დავასკვნათ, რომ სრულიად აუცილებელია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მიყიდვას კომპანიისთვის, რომელსაც აკონტროლებს ქვეყანა, რომელთანაც არ ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების სფეროში,“ დასძინა მან.

პრობლემა გაჩნდა შარშან, როცა Rolls-Royce-მა გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, კომპანია Bergen Engines-ი, რომელიც ამზადებს და სერვისს უწევს საშუალო სიჩქარის ბენზინისა და დიზელის ძრავებს ზღვაოსნობის და ელექტროენერგიის წარმოების სფეროების კლიენტებისთვის, მიჰყიდოს ელმავლებისა და სარკინიგზო აღჭურვილობის მწარმოებელ კერძო კომპანია TMH Group-ს, რომელსაც რუსეთში უდევს ბინა.

Bergen Engines-ი ამარაგებს ნატოს წევრი ნორვეგიის სამხედრო-საზღვაო ფლოტს, ასევე ზღვაოსნობის სფეროს კლიენტებს მთელ მსოფლიოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG