Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილის შეფასებით, აშშ-ის გზავნილია რომ საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას


აშშ-ის სენატში გამართული მოსმენას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთავარი სტრატეგიული პარტნიორისათვის საქართველოსთან ურთიერთობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა.

„სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას გვიცხადებენ. აშშ და ევროკავშირი სრულად იზიარებენ ეუთო-ს დასკვნას, რომლის თანახმადაც 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.

ამერიკასა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი გამოწვევებით სავსე რეგიონში", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ზურაბიშვილი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. მისი განცხადებით, შექმნილი კრიზისის გახანგრძლივება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი. როგოც სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, რომლის მიღწევასაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით და ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარებით არის შესაძლებელი.

ასევე ნახეთ:

XS
SM
MD
LG