რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა დაადასტურა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა და კიდევ 2 პაციენტის გარდაცვალება. ორივე გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2020 წლის გაზაფხულიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 13 300 შემთხვევა, მათგან 12 801 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 211 ადამიანი.
დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.