Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალაბამაში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა


სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა ალაბამის შტატში დამანგრეველი ტორნადოს შედეგად. განსაკუთრებით დაზარალდნენ კალჰუნის და შელბის ოლქები, სადაც დანგრეულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი.

ელექტროგადამცემი ხაზების განადგურების გამო, ალაბამის შტატის ათეულობით ათასი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. CNN-ი აშშ-ის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხუთშაბათს, ალაბამაში 14 ტორნადო იყო. შტატის ხელისუფლებამ 46 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ალაბამაში დღეს დაგეგმილი ვიზიტი გადადო აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, რომელიც შტატებში მოგზაურობს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად თეთრი სახლის მიერ შემუშავებული გეგმის პოპულარიზაციის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG