Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდება


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკოსებთან შეხვედრების დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 19:00 საათზე დაინიშნა. იქ რამდენიმე საათია უკვე მიმდინარეობს დანიელსონის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან და აშშ-ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და განაცხადა, რომ ახლა არის კომპრომისის დრო და რომ "კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძლიერების გამოვლინებაა".

დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს. ის საქართველოში 3 დღის განმავლობაში დარჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG