Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ 600 მლნ დოლარამდე გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის სირიის ომთან დაკავშირებით


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-მა 30 მარტს განაცხადა, რომ თითქმის 600 მილიონ დოლარს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის სირიაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ვაშინგტონმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია, დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლი არიან „მრავალრიცხოვანი სიმხეცისა“, მათ შორის საჰაერო იერიშებისა სირიის რეჟიმისა და მისი მოკავშირის, რუსეთის მხრიდან.

აშშ-ის დახმარებით ისარგებლებს სირიაში მყოფი 13,4 სირიელიდან ბევრი, ასევე 5,6 მილიონი სირიელი ლტოლვილი თურქეთში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყსა და ეგვიპტეში - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში.

ბლინკენმა დონორებს მოუწოდა, დაეხმარონ სირიელ ხალხს.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადსა და მის მხარდამჭერებს, მათ შორის რუსეთს სდებენ ბრალს ძალადობისთვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში 2011 წლის მარტში დაიწყო როგორც ნაწილი საპროტესტო გამოსვლების ტალღისა პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით.

ბლინკენმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სირიელმა ხალხმა „გადაიტანა სიმხეცე, მათ შორის ასადის რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო იერიშები, ძალით გაუჩინარებები, „ისლამური სახელმწიფოს“ სისასტიკე და ქიმიური იარაღით იერიშები.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG