Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Tbilisi Open Air 2021-ც გაუქმდა


კორონავირუსის პანდემიის გამო Tbilisi Open Air 2021-ც გაუქმდა. ორგანიზატორებმა განცხადება Facebook-ის საშუალებით გაავრცელეს.

"მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ამ პირობებში შეუძლებელია უსაფრთხოების წესების დაცვა:

"ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე... იმედია, 2022-ში ყველანი ერთად დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, რომლის ნაწილი ჩვენი ფესტივალიცაა".

კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალის ორგანიზატორებს Tbilisi Open Air 2020-ის გაუქმებაც მოუწიათ.

XS
SM
MD
LG