Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედება


ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის გეგმის გამო, შეზღუდოს შავ ზღვის ზოგიერთ არეალში, მათ შორის ქერჩის სრუტეში, საზღვაო მოძრაობა. ამის თაობაზე ნატოს წარმომადგენელმა, ოანა ლუნჯესკუმ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ასეთი ქმედება იქნებოდა „გაუმართლებელი ნაბიჯი და რუსეთის მადესტაბილიზებელი უფრო ფართო მოქმედების ნაწილი“.

ნატო რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს აზოვის ზღვაში უკრაინის ნავსადგურებთან თავისუფალი მიმოსვლა და ნაოსნობის თავისუფლება.

ალიანსის განცხადებაში წერია, რომ მთელ რეგიონში სტაბილურობას ძირს უთხრის და უკრაინის დამოუკიდებლობას საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზაცია. „ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთმა გაზარდა თავისი სამხედრო ყოფნა ნახევარკუნძულზე და მის გარშემო“, ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ იზრუნოს დეესკალაციისთვის, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებებ და დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები.

ნატოს წევრები არ აღიარებენ ყირიმის უკანონო ანექსიას, ისინი სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG