Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ელოდებიან რუსული ვაქცინის პირველ პარტიას


ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ელოდებიან კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Спутник-V-ის პირველ პარტიას, 6500-ს დოზას. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ეს შესაძლებელი გახდა მოსკოვში „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას ამასწინანდელი ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებების წყალობით.

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მარტის ბოლოს შესთავაზა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე აცრის პროცესში ჩართვა და შესაბამისად, "ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინების გაკეთება. საპასუხოდ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია განიხილება "მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის დახმარებით“.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 14 494 შემთხვევა, მათგან 13 517 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 222 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG