Accessibility links

site logo site logo

მართლმადიდებელი მღვდელი "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა


წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, გიორგი ჩაჩავა პირველი მართლმადიდებელი სასულიერი პირია, ვინც საქართველოში საჯაროდ აიცრა კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით. შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეციერო პრაქტიულ ცენტში ის "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა.

მისი განმარტებით აუცილებელია მოქალაქეები გააქტიურდნენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა მეტს ვეღარ გაუძლებს. სასულიერი პირის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრზე გავლენა შავრაზულმა განწყობებმა მოახდინა.

„ქვეყანაში იმუშავა შავრაზმულმა პროპაგანდამ, იცით ინტერნეტი გაივსო ამით. აღარ წავალ ძალიან შორს, საიდან მოდის და ვისგან მოდის, ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნა არ უნდათ, უნდათ, რომ დიდხანს ვიყოთ ჩაკეტილი და ეკონომიკა მიდიოდეს უკან. ამისთვის იყო ეს გაკეთებული",- განაცხადა სასულიერო პირმა.

11 მარტს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა, განაცხადა რომ დამზადების ტექნოლოგიის გამო, “ასტრაზენეკას” ვაქცინა მიუღებელია რელიგიური თვალსაზრისით.

19 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძის საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვედა და მას ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

მანამდე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის "პროპაგანდა" არა ეკლესიის, არამედ ექიმების საქმეა.

"ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში... ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა ჯაღმაიძემ "ფეისბუკზე", რითაც გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირა გამყრელიძის მოწოდებას სინოდის გვერდში დადგომასთან დაკავშირებით.

"გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ, ამიტომ გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ეს ყოველთვის ასე იყო და ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, დიდი იმედი მაქვს, ერთად მივაღწევთ შედეგს".,- აღნშნა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირსის საწინააღმეგო ვაქცინაციის საკითხზე სინოდმა 11 თებერვალს იმსჯელა. განჩინების მიხედვით, "ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს".

"საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - ნათქვამია განჩინებაში.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 180 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1806 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 6,41%;

ბოლო 7 დღის - 6, 59%;

ბოლო 14 დღის - 5,51%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1144-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 317 719 შემთხვევა. მათგან 297 676 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 227 ადამიანი.

6 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო 51 600 აცრა. სრულად აცრილია 7873 ადამიანი.

დღეს გამთენიისას საქართველოში სპეციალური რეისით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა შემოვიდა. ვაქცინა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ერთჯერადი ვაქცინაცია ამ პრეპარატით უკვე ჩატარებული აქვს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG