Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სარჯველაძის თქმით, გამკაცრებული ჯარიმების გამო "აპოკალიფსური" სურათი არ უნდა დაიხატოს


ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც ჯარიმები იზრდება, პრეზიდენტმა ვეტო არ უნდა დაადოს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ქართული ოცნება" მზად არის წარადგინოს საკუთარი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და მეტი სიცხადე შეიტანოს დისკუსიებში... არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს. ნამდვილად არ არის ასე და შესაბამისად, ამას არ ვეთანხმები და შესაბამისად არგუმენტაცია, რომელსაც ოპოზიცია ასახელებს, არ მგონია, რომ სწორია", - თქვა მან.

პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია. სწორედ ამ მუხლებით აკავებენ ხოლმე აქციებზე აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, კრიტიკულად აფასებს ასევე აშშ-ის საელჩო საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG