Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ფლოტმა არაბეთის ზღვაში იარაღის გადაზიდვა შეაჩერა


აშშ-ის ფლოტი აცხადებს, რომ შეაჩერა იარაღის პარტია, რომელიც არაბეთის ზღვაში, ხომალდზე იყო დამალული.

აშშ-ის ფლოტს არაბეთის ზღვაში უწინაც შეუჩერებია მაღალტექნოლოგიური იარაღის გადაზიდვა, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ირანიდან მოდიოდა და იემენში, ჰუთიტი მეამბოხეებისთვის იყო განკუთვნილი.

9 მაისით დათარიღებულ განცხადებაში აშშ-ის ფლოტი ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება იარაღის პარტიის გამგზავნი და სამიზნე ქვეყნების თუ ძალების შესახებ.

"იარაღის პარტია მოიცავს რუსული წარმოების ათობით მაღალტექნოლოგიურ ანტისატანკო რაკეტას, ჩინური წარმოების, 56-ის ტიპის ათასობით ავტომატს, ასობით PKM ავტომატს, სნაიპერთა იარაღს და ყუმბარმტყორცნებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG