Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია კობახიძეს პასუხობს: დაგველოდოს ბატონი ირაკლი


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს კრიზისის დაძლევის რესურსი. ასე უპასუხა მელიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამბობდა, რომ აზრი არ აქვს, შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში.

"​დაგველოდოს ბატონი ირაკლი. ყველა ვარიანტში, ვიქნებით თუ არ ვიქნებით პარლამენტში, ვინმეს თუ არაფერი უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა. მორალური უპირატესობა, პოლიტიკური უპირატესობაც და ბევრი სხვა უპირატესობაც მოპოვებული გვაქვს იმ ძალაზე, რომელსაც მიტაცებული აქვს მართვის სადავეები..." - ამბობს მელია.

მისი თქმით, ამ ეტაპზეც არ არის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. როგორც მელია ამბობს, ჯერ კიდევ უნდა შეხვდეს პარტიის წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG